საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის
უცხოეთში დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საკონსულო მომსახურების მარტივად მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი www.geoconsul.gov.ge ამოქმედდა.
ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია:
-
ამომწურავი ინფორმაციის მიღება საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, მათი ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
-
ინფორმაციის მიღება საკონსულო მომსახურებებისა და თითოეული მომსახურებისათვის დადგენილი პროცედურების, წარსადგენი დოკუმენტების, მოსაკრებლის ოდენობისა და გადახდის პირობების შესახებ.
-
საკონსულო მომსახურების ონლაინ მოთხოვნა, საკონსულოში ვიზიტის სასურველი თარიღისა და დროის, ასევე, მომსახურების მისაღები ფორმის შერჩევა.
-
კონსულისათვის კონკრეტული მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსახილველად წინასწარ წარდგენა (საკონსულო სამსახურში განცხადების უშუალოდ წარდგენამდე, მოქალაქე წინასწარ მიიღებს ინფორმაციას არასათანადო, ან ხარვეზიანი დოკუმენტებისა და ხარვეზის აღმოფხვრის გზების თაობაზე).
-
გარკვეული მომსახურების ვიდეო ზარის (Skype) საშუალებით მიღება.
-
საკონსულო აღრიცხვაზე მარტივად დადგომა (საკონსულო აღრიცხვა არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მხრიდან მოქალაქის უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს).
www.geoconsul.gov.ge - საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი, რომელიც საქართველოსა და უცხოელ მოქალაქეებს საკონსულო მომსახურების გამარტივებულად მიღებაში დაეხმარება.
Posted by MFA of Georgia on 2015 წლის 9 მარტი, ორშაბათი