MigApp მიგრანტებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნების შესახებ, რომელში გამგზავრებას ან ცხოვრებასაც გეგმავენ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, EMERGE პროექტის ფარგლებში, IOM-მა აპლიკაცია საქართველოსა და სომხეთში გამგზავრების მსურველი მიგრანტების საჭიროებებს მოარგო.

აპლიკაციის დახმარებით, მიგრანტებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია მიგრაციის სერვისებზე, სამედიცინო მომსახურებასა და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე. ასევე, მიგრანტებს აქვთ წვდომა საგანგებო და აუცილებელ საკონტაქტო ინფორმაციასა და ლოკაციებზე დანიშნულების ქვეყნებში. აპლიკაციის საშუალებით მიგრანტები ასევე იღებენ ინფორმაციას გლობალური ინციდენტების შესახებ.

აპლიკაცია იძლევა მიგრანტსა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს შორის საჭიროების შემთხვევაში თარგმანის შესაძლებლობას მასში ჩაშენებული Dr. Translate-ის საშუალებით.

მონიშნე დანიშნულების ქვეყანა საქართველოსა ან სომხეთის ჩათვლით, როგორც შენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და იყავი უსაფრთხოდ სახლიდან შორს.

გადმოწერე აპლიკაცია Google Play-სა ან AppStore-ის საშუალებით.