საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ცენტრი: (+995 32) 2 94 50 00
თუ თქვენ დაუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს არასამუშაო საათებში (შაბათ-კვირას, უქმე დღეებში და 18:00-09:00 საათებში) და ფლობთ ინფორმაციას:
- საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების;
- სხეულის მძიმე დაზიანების;
- ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის;
- უბედური შემთხვევის;
- საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვანი მოქალაქის;
- საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის ტრეფიკინგის ფაქტის შესახებ;
გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს შესაბამის ქვეყანაში. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx
სხვა შემთხვევაში დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე, ან დატოვეთ ხმოვანი შეტყობინება.
ელექტრონული ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge
https://www.geoconsul.gov.ge/ka/contact