ლაშა დარსალია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე 2021 წლის 9 ივნისიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.
ლაშა დარსალია დაიბადა 1979 წლის 31 დეკემბერს ქ. თბილისში, საქართველო.
2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) - ბაკალავრიატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;
2003 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) - მაგისტრატურა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;
2006 წელს - ესსექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) - მაგისტრატურა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;
2002 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ სხვადასხვა პოზიციებზე:
2002-2004 ანალიტიკოსად ეთნიკური უმცირესობების და კონფლიქტების განხრით;
2004 ორგანიზაციის წარმომადგენელად, პროექტების მენეჯერი აზერბაიჯანში;
2004 - 2005 ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროექტების მენეჯერი სომხეთში;
2005 – 2006 სამხრეთ კავკასიის პროექტების კოორდინატორი;
2008-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე:
2008 – 2009 ანალიზისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად;
2009 – 2016 უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორად;
2016 - 2017 საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელად;
2017 – 2018 შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი