თეიმურაზ ჯანჯალია
განათლება:
1991-1995 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტი. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;
1995-1997 წწ. - ერლანგერ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი, მარკეტინგის განხრით;
1999-2013 წწ. - გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ - ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, საერთაშორისო ვაჭრობის, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებებით;
სამსახურეობრივი გამოცდილება:
1998-1999 წწ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის სტაჟიორი;
2000-2002 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ატაშე;
2002-2004 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის პირველი მდივანი;
2004-2007 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი;
2007-2008 წწ. - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის რესპუბლიკაში;
2008-2011 წწ. - ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;
2011-2012 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2012-2013 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
2013 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 1 ივლისამდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში;
2018 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 9 ივნისამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
2021 წლის 9 ივნისიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ფლობს: ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე, სამი შვილი და ორი შვილიშვილი;
დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
ჯილდოები: ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - სამი ვარსკვლავის ორდენი.