გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის დროს

მოგესალმებით, მაქვს  პატივი ვუმასპინძლო ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ლინას ლინკევიჩუსს. იგი გახლავთ საქართველოს გამორჩეული მეგობარი. საქართველოს ახსოვს ბატონი ლინკევიჩუსის მხარდამჭერი განცხადებები ყველაზე რთულ პერიოდში და იგი ნამდვილად არის საქართველოსთვის გამორჩეული მეგობარი და მე მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ უდიდესი მხარდაჭერისათვის.

საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ვერ განხორციელდება ისეთი მხარდაჭერის გარეშე , რომელსაც საქართველო იღებს  ლიტვისა,  და სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან. 

ლიტვის სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე მნიშვნელოვანია იმ  უმთავრესი პრიორიტეტების განხორციელებისათვის, მათ შორის  ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს არის სხვადასხვა პროექტები, იგივე  „თვინინგ“ პროექტები და ა.შ. 

ასევე,  ძალზედ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები, მაგალითად, როგორც არის  სამხედრო თანამშრომლობა, სადაც ასევე დახმარებას ვიღებთ ლიტვის მხრიდან. 

 დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლინას ლინკევიჩუსს იმისათვის, რომ ლიტველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ  ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის პროექტებში და დახმარებას უწევენ საქართველოს.

ასევე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის დადებითი ტენდენციები, რომელიც ჩვენ გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. ძალიან კარგია, რომ შევქმენით ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისია, რომლის პირველი სხდომაც გაიმართება ოქტომბერში და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისი კიდევ უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის. მოხარული ვარ, რომ ვხედავ უფრო და უფრო მეტ ლიტველ ტურისტებს, ვიზიტორებს საქართველოში და ამაში განსაკუთრებული როლი ითამაშა უნგრული კომპანია „ვიზეარის“ პირდაპირმა ფრენებმა ქუთაისიდან ვილნიუსის მიმართულებით. გასულ წელს  ვიზიტორების რიცხვის.  უპრეცენდენტოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა,  თითქმის 100% -იანი ზრდა. ასევე უპრეცენდენტოდ მაღალი ზრდა გვქონდა სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებით - 30%-ზე მეტი 2014 წლის განმავლობაში. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება 2015 წლის 8 თვნის მონაცემებით. 

კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს ბატონ ლინას ლინკევიჩუსს . მე არ დამავიწყდება ჩვენი გულთბილი შეხვედრა, როდესაც ვილნიუსში გავხსენით ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი. ეს იყო center of excellence, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით გაიხსნა და მაშინ შედგა  ჩვენი ძალიან გულთბილი პირველი შეხვედრა.  მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ლინასს ამ ვიზიტისთვის და ვუსურვო მას წარმატებები.