თამარ ბერუჩაშვილის მიერ მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიცემული ინტერვიუ
 
2015 წლის 7 თებერვალს სატელევიზიო არხ ARD-ს საინფორმაციო გადაცემა Tagesschau-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა უკრაინაში მიმდინარე პროცესების ვრცელი ანალიზი.

ჟურნალისტის ინფორმაციის თანახმად, უკრაინული მხარე არ არის ეუთოს მისიის უკრაინაში წარგზვანის მომხრე. უკრაინის პრემიერმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მისიის წარგზავნამ დნესტრისპირეთის რეგიონში, მხოლოდ გაყინული კონფლიქტის წარმოქმნას შეუწყო ხელი.

ასევე უნდობლობას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საბაბით რუსული მხარე აქტიურად არის ჩართული მსგავსი დანაყოფების არა მარტო დაკომპლექტებაში, არამედ ხშირად თავად იღებს საკუთარ თავზე მშვიდობის აღმდგენის ფუნქციას. 90-იანი წლების დასაწყისში რუსული ჯარების ეგრეთ წოდებული „სამშვიდობო მისია” სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ამ რეგიონის ოკუპაციით დასრულდა, აღნიშნულია სტატიაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი რუსეთის ქმედებებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე  ქვეყნის ანექსიას უწოდებს. ბერუჩაშვილი აცხადებს რომ, სამხრეთ ოსეთის საზღვართან სისტემატიურად ხდება საქართველოს მოქალაქეების გატაცება და დაკავება. ასევე შეუჩერებლად მიმდინარეობს რეგიონის საქართველოსაგან გამოყოფის მიზნით საზღვრების გამაგრების პროცესი.

წყარო: http://www.tagesschau.de/inland/msc-105.html