ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
დირექტორი:
ტელ: (+995 32) 294 5000 - 13 00
ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ევროპის ქვეყნებთან და ევროკავშირში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მუშაობის კოორდინაცია; ყველა საჭირო დოკუმენტის, მასალის და ინფორმაციის გამოთხოვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული საელჩოებიდან, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიიდან;
ბ) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს საელჩოების, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიის ოპერატიული ინფორმირება მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სიტყვიერი ან დოკუმენტის სახით მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ ევროკომისიის დელეგაციასთან და ევროპის ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა;
დ) სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ე) თანამშრომლობა და პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან (ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო და სხვა);
ვ) ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება (ანალიტიკური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები);
ზ) ევროკავშირთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) ხელმძღვანელობის მითითებათა შესაბამისად სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება;
ი) ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესის პოლიტიკური შეფასება და მონიტორინგი;
ლ) საქართველოს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილეობის მიზნით სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაბამისი ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის გათვალისწინებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატით გათვალისწინებული თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ნ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტების სხდომების მომზადება, წარმართვა და მათი ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა;
ო) ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობისთვის წინადადებების მომზადება;
პ) საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
ჟ) ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობა ევროკავშირში მათი ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა-გაზიარების მიზნით;
რ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში იმ სხდომების მომზადება, რომლის თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეს წარმოადგენს მინისტრი.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:
- ევროკავშირთან ასოცირების სამმართველო;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო.