ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
დირექტორი: ირმა ქევხიშვილი
ტელ: (+995 32) 294 5000 - 24 00
ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;
- დიპლომატიური რანგებისა და საკლასო ჩინების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;
- დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაციის გეგმისა და როტაციის
- სრულფასოვან განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი თანამიმდევრული განხორციელება;
- დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და
- კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა;
- დიპლომატიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და მისი სათანადო დონეზე წარმართვისა და რეზერვის წარმოების ორგანიზება;
- სამინისტროს თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
- სამინისტროს თანამშრომელთა საპენსიო საბუთების გაფორმება.
- უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანისა და დიპლომატიურ წარმომადეგნლობებში როტაციის წესით მიმავალ პირთა ბრძანებების პროექტების მომზადება;
- სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, შრომის წიგნაკებში აუცილებელი ჩანაწერის შეტანა, აღრიცხვა და წარმოება;
- სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სტაჟირების მასალების
- მომზადება;
- მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
- დიპლომატიური სამსახურის რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, რეზერვიდან კანდიდატთა შერჩევისა და რეზერვიდან დანიშვნის მასალების მომზადება;
- სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების ცნობების აღრიცხვა;
- სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.