ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
უფროსი: დიმიტრი ლაბაძე
ტელ: (+995 32) 294 5000 - 30 01
ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული სივრცის შექმნის უზრუნველყოფა;
- სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება, შექმნა და განხორციელება;
- დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა, ელექტორნულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი მხარდაჭერა;
- სამინისტროს სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებების და ელექტორნული სერვისების, შემუშავება და მათი განხორციელება;
- მონაცემების შენახვა/დამუშავების და რეზერვაციის უზრუნველყოფა;
- შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მენეჯმენტი;
- სერვერების და ქსელური მოწყობილობების მენეჯმენტი და ტექნიკური ექსპლუატაცია;
- სამინისტროს სისტემების და სერვერების მუდმივი მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება;
- სამინისტროს შიდა ლოკალური და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა. ეფექტური წარმადობისთვის, ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა;
- სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა სახის პროგრამული და აპარატურული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
- კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც პროგრამულ ისე აპარატურულ დონეზე. მოშორებულად მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფა.
- ვიდეო სათვალთვალო, საკონფერენციო აუდიო/ვიდეო და შენობის დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანყოფები:
- პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება;
- სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის განყოფილება;
- ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება.