პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
დირექტორი: მარინე ნარჩემაშვილი
ტელ: (+995 32) 294 5000 - 21 00
ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- სამინისტროს როლის, საგარეო პოლიტიკური კურსის და მისი ძირითადი პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
- სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო- ანალიტიკური მასალების მომზადება;
- სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის და მისი პრიორიტეტების შემუშავება;
- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საინფორმაციო მასალების ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა;
- სამინისტროს ცენტრალური აპარატის საზოგადოებასთან და მასობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
- სამინისტროს წარმომადგენლების ბრიფინგების და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
- სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება და გავრცელება;
- სამინისტროს ინტერნეტ ვებ-გვერდის ოპერატიული მუშაობის უზრუნველყოფა;
- თავისი საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შესაბამისი პროგრამების პროექტების მომზადება და წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის.