საქართველოსა და სენტ ვინსენტსა და გრენადინებს შორის არსებული ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებს შორის დამყარდა 2010 წლის 22 ივნისს.

სენტ-ვინსენტი და გრენადინების დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ.

წარმატებულად ვითარდება ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი, მხარეები თანამშრომლობენ ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა და ვიზიტი.

მიმდინარეობს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.