ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინის სამთავროს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის დამყარდა 1992 წლის 10 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიხტენშტაინში (რეზიდენციით ბერნი, შვეიცარია):

  • რევაზ ლომინაძე 2020 წლიდან - დღემდე
  • დავით ჯალაღანია 2018-2020
  • ირაკლი ყურაშვილი 2013-2017
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი 2011-2012
  • გიორგი გორგილაძე 2008-2011

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველო და ლიხტენშტაინის სამთავრო აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

2016 წელს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლიხტენშტაინის სამთავროში, ხოლო 2015 წელს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერი.

საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის ძალაშია შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით აღსანიშნავია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ლიხტენშტეინთან მიმართებაში 2018 წლის 1 მაისს შევიდა ძალაში.


სასარგებლო ბმულები

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობა