საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლი იენთან.


1 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18,033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8,954

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა მადრიდი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 180 მოქალაქე.


აზერბაიჯანსა და თურქეთში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე,მათ შორის მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

აზერბაიჯანში და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოები,  საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.  


​თავისუფალი მედია დღეს არსებული გლობალური კრიზისის ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს - დავით ზალკალიანი

30 აპრილს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი განცხადებას ავრცელებს:  


30 აპრილის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 17,627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8,728

2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე.


საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი მადრიდიდან განხორციელდება

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი მადრიდიდან თბილისის მიმართულებით. 


საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, აგრძელებს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას, მათ შორის მათთვის ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების უზრუნველყოფას

2020 წლის 1 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმი პედიატრის თემურ მიქელაძის პირდაპირი ჩართვა, რომელიც 1 საათის განმავლობაში ისაუბრებს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხებს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულე...


უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადაეცათ

 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კვლავ განაგრძობენ საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას და პირველადი საჭიროების ნივთებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფას, რომელნიც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების შედეგად, რთულ მდგომარეობაში და მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ასევე გრძელდება ...


29 აპრილის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8,563

2020 წლის 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,563 მოქალაქე.


დავით ზალკალიანსა და უენდი მორტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

2020 წლის 28 აპრილს, ბრიტანული მხარის ინიციატივით, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან უენდი მორტონთან.  


 <  6 7 8 9 10 11 12 13 14 15  > 
ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345