საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, აგრძელებს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას, მათ შორის მათთვის კორონავირუსთან დაკავსირებულ საკითხებზე ონლაინ კონსულტაციების უზრუნველყოფას.

2020 წლის 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ ინფექციონისტების, მარიამ ჭყონიას და ნინო ტავლალაშვილის პირდაპირი ჩართვა, რომლებიც 1 საათის განმავლობაში ისაუბრებენ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხებენ უცხოე...


​ლაშა დარსალიამ ონლაინ შეხვედრა გამართა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან

2020 წლის 13 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის ელჩთან, ჰელენე სანდ ანდრესენთან და შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ერიკა ილესთან. 


13 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20,218 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10,780

2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,218 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10,780 მოქალაქე. 


სუამ-ის ქვეყნების კოორდინატორებმა პანდემიის კრიზისის შემდგომ პერიოდში წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

2020 წლის 12 მაისს გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების წარმომადგენელთა შეხვედრა, ვიდეო კონფერენციის რეჟიმში.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 12 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.


„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ადასტურებს როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს“- დავით ზალკალიანი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება ასახულიყო აღნიშნულ დოკუმენტში“- ამ...


ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს რეზიდენტ კოორდინატორს და სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ კოორდინატორთან, დოქტორ საბინე მახლთან და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) წარმომადგენლებთან.


საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ლონდონიდან განხორციელდება

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ლონდონი-თბილისის მიმართულებით.


12 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19,965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10,698

2020 წლის 12 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10,698 მოქალაქე. 


​ლაშა დარსალიამ ონლიაინ შეხვედრა გამართა ბალტიის ქვეყნების ელჩებთან

2020 წლის 11 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის ელჩთან, კაი კაარსელსონთან, ლატვიის ელჩთან, ინგრიდა ლევრენცესთან და ლიეტუვის ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან. 


 <  7 8 9 10 11 12 13 14 15 16  > 
ივლისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789