დავით ზალკალიანს ელჩებმა ევროპის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილი გადასცეს

2.07.2020 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან - კაი კაარელსონთან, ინგრიდა ლევრენსესთან და გიედრიუს პოუჯუნასთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაფართოებისა და სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე ევროკომისართან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2020 წლის 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლოს საკითხებზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან შეხვედრაში, რომელიც ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა.


​ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2020 წლის 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან.


ლაშა დარსალია COVID-19-ზე ციფრული რეაგირებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

2020 წლის 1 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით წარსდგა ესტონეთისა და სინგაპურის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა დონის კონფერენციაზე “ციფრული რეაგირება COVID-19-ზე” (Digital Response to COVID-19). 


მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის ელჩთან ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების იმპლემენტაციის საკითხები განიხილა

01.07.2020 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან კარლ ჰერცელთან.  


ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

​2020 წლის 30 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან. 


ევროკავშირის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა და ეფექტურად აღკვეთა COVID-19 პანდემიის გავრცელება - დავით ზალკალიანი

„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ განმტკიცება.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროკა...


ხათუნა თოთლაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიგრაციის ქსელის ონლაინ-პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

​2020 წლის 30 ივნისს გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიგრაციის ქსელის ონლაინ-პრეზენტაცია. პროექტის ინიციატორია გაეროს მისია საქართველოში და მისი მიზანია მიგრაციის მენეჯმენტთან დაკავშირებით დროული, კოორდინირებული და ეფექტური მოქმედებების მხარდაჭერა გაეროს სისტემის მიერ.


ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ორგანიზაციის ეფექტური თავმჯდომარეობისთვის მადლობას უხდიან

საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დაემსმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნეს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვეხმიანებით რა საქართველოში  ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ ევროკავშირის  განცხადებას,  კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს და საგარეო საქმეთა სამინსიტროს ღრმა პატივიცემას ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა მიმართ.


 <  3 4 5 6 7 8 9 10 11 12  > 
აგვისტო 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456