დავით ზალკალიანი: სამშობლოში ორგანიზებულად და ეტაპობრივად 10,000 მოქალაქე დაბრუნდა

2020 წლის 8 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა დავით ზალკალიანმა COVID-19 გავრცელების პირობებში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა.


8 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10,115

2020 წლის 8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10,115 მოქალაქე. 


ლაშა დარსალიამ ონლაინ შეხვედრა გამართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან

2020 წლის 7 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (სამინსიტრო) სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, კრისტინა მარტი ლანგთან.


საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა

2020 წლის 7 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა სატელეფონო საუბრის ფორმატში მორიგი კონსულტაციები გამართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტრო) სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან კრისტინა მარტი-ლანგთან. 


7 მაისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი პოლონელ კოლეგასთან იაცეკ ჩაპუტოვიჩთან

საუბარი პოლონური მხარის ინიციატივით შედგა. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომები და არსებული ვითარება. პოლონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს. 


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, საერთაშორისო კონფერენცია “სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ონლაინ ფორმატში გაიმართა

2020 წლის 6-7 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, ქ. თბილისის მერიისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.  


იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან სამშობლოში 48 თანამემამულე დაბრუნდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, გუშინ შესრულდა ჩარტერული რეისი რიადი-ამანი-თბილისის მიმართულებით, რომლის მეშვეობით სამშობლოს დაუბრუნდა 48 საქართველოს მოქალაქე.


საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდება

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით.


უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის ახალი კორონავირუსის COVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება. 


7 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19,215 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 9,815

2020 წლის 7 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,215 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 9,815 მოქალაქე. 


 <  4 5 6 7 8 9 10 11 12 13  > 
ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345