ინფორმაცია პრესისათვის 31 მარტს ქალაქ სოჭში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელმოწერილი შეთანხმებების შესახებ

 

დღეს, 2006 წლის 31 მარტს ქალაქ სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებებს: "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ” და "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ”. საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მ. კუდავამ და რუსეთის მხრიდან სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ა. მასლოვმა.

რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული შეთანხმება არეგულირებს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებისა და ასევე სხვა სამხედრო ობიექტების საქართველოდან გაყვანის ტექნიკურ დეტალებს.

 

 

                                                                                             პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი    

                                                                                              თბილისი, 2006 წლის  31 მარტი