​დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის მოლდოველ კოლეგასთან


20.05.2020 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ცულიამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს საქართელოსა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშრებული საკითხები და იმსჯელეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების შემდგომი გაღრმავების შესახებ. 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, როგორც სტრატეგიულ და ამბიციურ ინიციატივიაზე; მოსაზრებები გაუზიარეს პარტნიორობასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს მომავალი სამიტის მნიშვნელობას.

მინისტრებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ძალის მხრიდან უკანონო და დესტრუქციულ ქმედებებზე და ამ კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. 

საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს პანდემიასთან ბრძოლის საკითხი, ხელისუფალთა მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამ მხრივ არსებული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. აღნიშნეს არსებულ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა.