​გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განაგრძობს კოლეგებთან შეხვედრებს

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვივიან ბალაკრიშნანთან, რა დროსაც ხაზი გაესვა საქართველოს დაინტერესებას განავითაროს ურთიერთობები სინგაპურთან. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ორი ქვეყნის საერთო პოლიტიკაზე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და გამოიხატა დაინტერესება ამ კუთხით წარმატებული გამოცდილების გაზიარების.

მინისტრებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა სოლომონის კუნძულების საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მუდმივ წარმომადგენელს ჯერემი მანელის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან და საქართველოს აქტიურ ჩართულობას წყნარი ოკეანის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატებში. მინისტრებმა, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ხაზი გაუსვეს განათლების, სახელმწიფო სერვისების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას, ასევე აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობა.