​გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.

ოლივერ ვარჰეი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ  და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა გააცილეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდა ერთობლივი განცხადებები მედიასთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები -  საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს.