​საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
 საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებით კიდევ ახალი რეისების დანიშვნაზე შემდეგი მიმართულებით:
 
12 მაისი - ლონდონი-თბილისი;
 
▪️ 15 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;
 
▪️ 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი;
 
▪️ 20 მაისი-ათენი-თბილისი;
 
  
▪️ 22 მაისი - რომი-თბილისი
 
 
2020 წლის 11 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,879 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10,560 მოქალაქე.