საქართველოს ელჩი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

17.02.2020 ინდოეთი - ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრთან ჰარდიპ სინგჰ პურისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ინდური ავიაკომპანიების მიერ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა.