ალექსანდრე ხვთისიაშვილი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

2022 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ტონგ ოკ კიმთან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების დინამიკაზე.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიესალმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობაზე ტონგ ოკ კიმის დანიშვნას და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. ტონგ ოკ კიმმა მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს და იმედი გამოთქვა, რომ პირად წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში.