საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე ნალბანდოვი სამუშაო ვიზიტით ქ. ალექსანდრიას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საზეიმო ვითარებაში გადაეცა საქართველოში გამოქვეყნებული არაბი მწერლების ნაწარმოებების თარგმანები, ასევე ქართული ლიტერატურისა და პოლიგრაფიის სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები.
აღსანიშნავია, რომ მომავალში აღნიშნული წიგნები ხელმისაწვდომი გახდება როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის, ასევე რიგითი მკითხველისათვის.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პრეზიდენტ, მუსტაფა ელფაკისთან და ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შერიფ ერრიადთან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.