„არ შეიძლება არ გეამაყებოდეს იმ ღია წერილის პათოსით, რომელიც არის ჩვენი მთავარი დონორი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან გამოხატული“ - დავით ზალკალიანი

„არ შეიძლება არ გეამაყებოდეს იმ ღია წერილის პათოსით, რომელიც არის  ჩვენი მთავარი დონორი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან გამოხატული“ - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობასა და ხალხისთვის განკუთვნილ ღია წერილს გამოეხმაურა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მოცემული ფაქტი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის მწყობრი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის და განხორციელებული რეფორმების  კიდევ ერთი აღიარებაა. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა დიდწილად, რომ საქართველო ყველაზე უფრო მომზადებულ შეხვდა პანდემიას, ხოლო ის მეთოდები და  ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა ყველა მთავარი პარტნიორის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული.

„ბუნებრივია ეს შეფასებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს სოლიდარობა და დახმარება, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება იქნება საგნობრივი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგების მომტანი და დაგვეხმარება ყველა პარტნიორთან ერთად პრობლემის დაძლევაში  და ამ კრიზისიდან  კიდევ უფრო გაძლერებული გამოვალთ“ -განაცხადა მინისტრმა.