ავსტრალიის თანამეგობრობის, ახალი ზელანდიის, ტაილანდის სამეფოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

2022 წლის 20 ივნისს, ავსტრალიის თანამეგობრობის, ახალი ზელანდიის, ტაილანდის სამეფოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე და გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების  სურვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზემოაღნიშნული ქვეყნების ელჩებს მიულოცა ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა, გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა  და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.