აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოეწყო

17.02.2020 აზერბაიჯანი - საქართველოს საელჩოში ,ქ. ბაქოს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოეწყო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იერ-სახის წარმოჩენის საკითხში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებას.

ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნო ის მნიშვნელოვანი სამთავრობო პროექტები, რაც მიმდინარეობს დიასპორასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკვირაო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების, დიასპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის - ერთიანი ვებ-პორტალის (GDA.GE), დიასპორული ფორუმისა და სხვა ინიციატივების შესახებ.
პატარაძემ დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რათა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა უშუალოდ აისახოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოეწყო დიასპორული ვებ-პორტალის GDA.GE პრეზენტაცია. აღინიშნა, რომ ვებ-სივრცე შექმნილია ერთი ფანჯრის პრინციპზე და წარმოადგენს ერთადერთ დიასპორულ პლატფორმას ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.