7.12.2017 ვენა - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მხრიდან ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სთან საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. აშშ არის საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ამ ორი დღის განმალობაში მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა ამერიკის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშსვნელოვან საკითხებზე. ეს არის შედეგი საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის აშშ-ის ახალ ადმიისტაციასთან, კონსულტაციები იმართება ინტენსიურად ყველა მაღალ ფორმატებში, მათ შორის შესაბამისი მინისტრებს შორის. ეს წელი არის განსაკუთრებული საქართველო ამერიკის ურთიერთობაში, რომლის ფარგლებში გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“-განაცხადა ჯანელიძემ.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებტან, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან. რის შემდეგაც რექს ტილერსნმა კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს მხარდამწერი განცხადება.