„ჩვენი დიპლომატები აგრძელებენ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას“ - დავით ზალკალიანი

„ჩვენი დიპლომატები აგრძელებენ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას“ - დავით ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეისათვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა, 40-ზე მეტ ქვეყანაში, 2425 მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება. 

„დახმარება მოიცავს როგორც საცხოვრებლით, ისე საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით და სხვა გადაუდებელი რეკომენდაციებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. ქართველი დიპლომატები და საკონსულო დაწესებულებები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე. სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პანდემიის დინამიკა მზარდია, ვიდრე საქართველოში. ჩვენს დიპლომატებს ამ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ საქმიანობის განხორციელება და თავიანთ მოვალეობას ძალიან ღირსეულად ასრულებენ; მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფისა, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას იმ არსებული რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია, რა რესურსიც არის გამოყოფილი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით და იმ მექანიზმების ამოქმედებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საპატიო კონსულების სახით, ასევე, სხვადასხვა კერძო კომპანიისა და კერძო პირების დახმარების საშუალებით,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე ადგილსამყოფელი ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა დახმარების კუთხით დღეისათვის არსებული კონკრეტული მონაცემები გააჟღერა.

„ავსტრიის რესპუბლიკაში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი საქართველოს 24 მოქალაქე იქნა უზრუნველყოფილი საკვებით და თავშესაფრით; ბელარუსში 17 მოქალაქეს გაუწიეს ტექნიკურ-მატერიალური დახმარება; ბულგარეთში - 217 მოქალაქეს და ამავე დროს, მე მქონდა პირადი კომუნიკაცია მეზობელი ქვეყნების მინისტრებთან და შედეგად, მოხერხდა ჩვენი მოქალაქეების ავტობუსებით ჩამოყვანა; გერმანიაში მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაეწია 303 მოქალაქეს, ამათ დამატებული მაინის ფრანკფურტში გენერალური საკონსულოს მიერ 30 მოქალაქისთვის გაწეული დახმარება; საბერძნეთში მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაეწია 181 მოქალაქეს, დამატებით, თესალონიკში გენერალური საკონსულოს მიერ 25 მოქალაქისადმი გაწეული დახმარება; ესპანეთში მთლიანობაში 54 მოქალაქეს დავეხმარეთ, აქედან, ტექნიკური სახის დახმარება 14 მოქალაქეს მადრიდში, 40 - ბარსელონაში გენერალური საკონსულოს მიერ; ეგვიპტეში დახმარება გავუწიეთ 13 მოქალაქეს და 12 სტუდენტი დავაბრუნეთ საქართველოში; იორდანიაში დავეხმარეთ 18 მოქალაქეს; იტალიაში, სადაც ყველაზე მძიმე ვითარებაა, საელჩომ მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, მათ შორის საკვების სახით, გაუწია 440 მოქალაქეს; ლიეტუვაში დავეხმარეთ 15 მოქალაქეს; მალაიზიაში - 5 მოქალაქეს; განსაკუთრებით მინდა გამოვყო ანკარაში საქართველოს საელჩოს და სტამბოლში გენერალური საკონსულოს მუშაობა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საქართველოს მოქალაქეების დახმარება და ავტობუსებით მათი თანმიმდევრულად დაბრუნება და გარდა ამისა, ჩვენს თურქ პარტნიორებთან აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა სახის, მათ შორის, სამედიცინო აღჭურვილობით დახმარების მობილიზაციის პროცესში; ტრაბზონში გენერალურმა  საკონსულომ მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწია 183 მოქალაქეს; ოდესაში 10 მოქალაქეს გაწია დახმარება და 44 მოქალაქე ბორნით დავაბრუნეთ სამშობლოში; ჩეხეთში დავეხმარეთ 47 მოქალაქეს; შვეიცარიაში - 19 მოქალაქეს; ყაზახეთში -3; უნგრეთში - 6; სომხეთში ჩვენმა საელჩომ, საერთო ჯამში, ტექნიკურ-მატერიალური დახმარება გაუწია242 მოქალაქეს; სლოვენიიდან 7 მოქალაქე იქნა გამოყვანილი;  საფრანგეთში 64 მოქალაქეს დავეხმარეთ; ნიდრლანედებში 45 მოქალაქეს; პოლონეთში, საერთო ჯამში, ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 285 მოქალაქეს და 440 მოქალაქე „ლოტის“ რეისით დაბრუნდა საქართველოში და კიდევ ვგეგმავთ ვარშავიდან სპეცრეისის განხორციელებას; მექსიკაში დავეხმარეთ 6 მოქალაქეს, კატარში - 6; აზერბაიჯანში - 20 მოქალაქეს დავეხმარეთ, კანადაში - 3; ბრაზილიაში - 3; აშშ-ში დახმარება აღმოვუჩინეთ 30-მდე მოქალაქეს და ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ში ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ საელჩო ვაშინგტონში, გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში და დიასპორული ორგანიზაციები. იქ სპეციალურად არის შექმნილი კრიზისების ცენტრი და ამ ცენტრთან კოორდინირებულად სხვადასხვა სახის დახმარებას ვუწევთ მოქალაქეებს, მათ შორის ონლაინ კონფერენციებით“.