დავით ზალკალიანი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანს, სტეფანო სანინოს შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, შეხევდრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან, სტეფანო სანინოსთან. 

შეხევდრის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოს ერვოკავშირში ინტეგრაციის პროცესს, საქართველო-ერვოკავშირის თანამშრომლობის საკითხებს, როგორც ორმხრივ კონტექსტში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 

ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინებზე, ასევე საქართველოს ხედვასა და ინიციატივებზე ევროკავშირთან ეკონომიკური, სექტორული და ფიზიკური დაახლოების პროცესში. 

საუბარი ასევე შეეხო ასოცირების ტრიოს მიზნებს და ტრიოს ფორმატში ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპქტივებს. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემქნილი რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მდგომარეიბა. ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას რეგიონში სტაბილურობის და კონფქტლის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიმართულებით და მზაობა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფას.