დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა

2022 წლის 19-21 იანვარს, საქართველოს ვიცე-პრემიერი,  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა. 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან , სეიმის სპიკერთან ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან. 

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად,  პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს.