დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

17 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა მიიღო  გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ კნირში, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე ბენჯამინ ლაკოკი.

შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო. აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.