დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან

31.07.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან.

ელჩმა მიულოცა დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებულ დეტალებს.