დავით ზალკალიანმა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი აეროპორტში გააცილა

07.06.2018 . თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მეუღლესთან ერთად,  აეროპორტში გააცილა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე  რეინდერსირომელიც თბილისს  ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
 
დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ორი ქვეყნის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები. აღსანიშნავია რომ ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი საქართველოს სტუმრობდა მეუღლესთან ერთად, რომელსაც კულტურული პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა დავით ზალკალიანის მეუღლემ და ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერებინა. ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.