დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც იმყოფებოდა.