დავით ზალკალიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

26.06.2018 ქ.თბილისი - საქართველოში მისიის დასრულების აღსანიშნავად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელი, ბილიანა მილოშევიჩი საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ეწვია. შეხვედრას ასევე დაესწრო დელეგაციის მომავალი ხელმძღვანელი სევერინ შაპაზი.
მხარეებმა ისაუბრეს  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ICRC-ის საქმიანობის მნიშვნელობასა და კომიტეტის ჩართულობით, ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ.

განსაკუთრებით აღინიშნა საკოორდინაციო მექანიზმების ეფექტიანი მუშაობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბილიანა მილოშევიჩს საქართველოში საქმიანობისთვის და დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა მის შემცვლელთან.