დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან


2022 წლის 24 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან.

სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა საქართველოსა და სომხეთის შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას, მათ შორის მჭიდრო კომუნიკაციას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა  და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
 
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქართული მხარის მზაობა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფაში, მათ შორის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში. ხაზი გაესვა ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას სავაჭრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.