დავით ზალკალიანსა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი

22.05.2020  -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს,  ელმარ მამედიაროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
 
მხარეებმა მიმოიხილეს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში ორ ქვეყანაში არსებული ვითარება, მთავრობების მიერ გატარებული ზომები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, ასევე  გამოიხატეს ერთმანეთის მიმართ მადლიერება ამ რთულ პერიოდში  გაწეული დახმარებებისთვის, მათ შორის  მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის პროცესში.
 
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  მიმოიხილეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე დამყარებული  ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის,  რეგიონალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობა. 
 
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას, მიულოცეს ერთმანეთს  დამოუკიდებლობის დამდეგი დღესასწაულები, რომელსაც საქართველო 26 მაისს, ხოლო აზერბაიჯანი  28 მაისს აღნიშნავს.