ესტონეთი საქართველოს განიხილავს, როგორც მეგობარს და პარტნიორს - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ესტონელ კოლეგას ურმას რეინსალუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია დავით ზალკალიანის  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
 
„ჩვენ რეგიონში არსებულ სიტუაციასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  გამოწვევებზე ვისაუბრეთ. მე მადლიერება გამოვხატე ჩემი კოლეგის მიმართ, რადგან ესტონეთი საქართველოს განიხილავს, როგორც მეგობარს და პარტნიორს.  მე მას ასევე მადლობა გადავუხადე საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერისთვის“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის „ტვიტერის“ გვერდზე.