ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა

 
როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა მ.წ. 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი  ვენა-თბილისის რეისი.  
საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და  განრიგს მ.წ. 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways. განრიგის თანახმად მ.წ. 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines.აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებ-გვერდებზე.
 
შეგახსენებთ  ფრენების არსებულ განრიგს:
 
28 მარტი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines
 
31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - Georgian Airways
 
3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - Georgian Airways
 
3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines
 
4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)
 
7 აპრილი -ათენი-თბილისი - Georgian Airways
 
10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი - Georgian Airways
 
 
აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე  2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია  Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.
 
ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე   სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.