გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „Conservative Foreign and Commonwealth Council“-ის წევრებს უმასპინძლა

14.02.2020 გაერთიანებული სამეფო - საქართველოს საელჩომ უმასპინძლა გაერთიანებულ სამეფოში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „Conservative Foreign and Commonwealth Council“-ის  წევრებს, რომელთათვისაც გაიმართა მიღება და პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. საქართველო შერჩეული იქნა ორგანიზაციის მიერ გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტებულ ელჩებთან რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ „Conservative Foreign and Commonwealth Council“ შეიქმნა 1952 წელს, რომელიც აერთიანებს კონსერვატიული და სხვა პარტიების, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა და ლორდთა პალატის წევრებს, ასევე ბიზნესის, აკადემიური და კულტურის წრეების წარმომადგენლებს და წარმოადგენს პლატფორმას საერთაშორისო დონეზე თანმშრომლობის განვითარებისთვის, ვისთანაც დიდ ბრიტანეთს აკავშირებს პარტნიორული ურთიერთობები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დეტალური პრეზენტაცია საქართველოს მიღწევების, ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, გამოწვევების, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების მძიმე მდგომარეობის, ასევე ქვეყანაში ბიზნესის, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.