გიორგი შარვაშიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

13.07.2018 პოლონეთი- პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძემ  შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან შიმონ შინკოვსკი ველ სეკთან

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარი საკითხები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივანთან, მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელთან სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში პიოტ ნაიმსკისთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა „ევრო
აზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფანის“ (EAOTC) პროექტზე და მისი დროული იმპლემენტაციის გზებზე.

გიორგი შერვაშიძემ ასევე  შეხვედრა გამართა პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ანდჟეი არენდარსკისთან. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. პოლონურ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრაზე ანდჟეი არენდარსკიმ ხელი მოაწერა პოლონეთის სავაჭრო პალატასა და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების განახლებულ მემორანდუმს.