გიორგი შარვაშიძის ვიზიტი მექსიკაში

24.07.2018 ქ. პუერტო ვაიარტა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე მექსიკის ქ. პუერტო ვაიარტაში წყნარი ოკეანის ალიანსის მე-13 სამიტზე წარმოადგენს საქართველოს, როგორც ალიანსის დამკვირვებელ ქვეყნას.
 
ალიანსის მე-13 სამიტის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ალიანსის წევრი ქვეყნების (მექსიკა, პერუ, ჩილე, კოლუმბია) დელეგაციები პრეზიდენტების დონეზე; „მერკოსურის“ (ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი, არგენტინა), 60-მდე დამკვირვებელი ქვეყნის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
 
სამიტის ფარგლებში, 22 და 23 ივლისს, გიორგი შარვაშიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა, კანადის, ახალი ზელანდიის, გვატემალის, კოსტა რიკის, ჰონდურასის და სინგაპურის დელეგაციებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, საინვესტიციო გარემოს, საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების სხვა შესაძლებლობები. ამას გარდა, გიორგი შარვაშიძემ მონაწილოება მიიღო საერთაშორისო პოლიტიკის თემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის მუშაობაში.
 
ღონისძიების ფარგლებში გიორგი შარვაშიძე ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს  დომინიკის რესპუბლიკისა და ელ სალვადორის რესპუბლიკის დელეგაციების წარმომადგენლებთან.