გრძელდება ინტენსიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების საკითხზე

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ავიარეისებით ჩვენი მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივი ჩამოყვანის პროცესს.


საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა დამატებითი ავიარეისები შემდეგი მიმართულებით:


5.05 ათენი-თბილისი
7.05 ამსტერდამი-თბილისი
9.05 ბერლინი-თბილისი

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან,  ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები. 

 

2020 წლის 5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 9,630 მოქალაქე.