იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, ტარო კონოს შეხვდა

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, ტარო კონოს  შეხვდა. შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ტარო კანოს საქართველოს მხარდაჭერისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოში სტუმრობისთვის.
 
მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით, ამ სფეროში საქართველოს კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით.
 
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მმართველობითი სისტემის რეფორმაზე,  რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისობას  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. მათ შორის, აღინიშნა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯები ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, განსაკუთრებით კი - მზარდი ინტერესი სხვადასხვა ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების მიმართულებით და მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა მათ ხელშესაწყობად.