ილია დარჩიაშვილი იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქ. ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს იჩირო აისავას და მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას და მრავალწლიან მეგობრობას, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს მაღალი დონის ვიზიტები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის მიერ ტოკიოში განხორციელებული  ვიზიტი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-იაპონიის ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებას, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გზებზე, ხალხთა შორისი კავშირების გამყარებაზე და იმ ნაბიჯებზე რაც საჭიროა მხარეებმა გადადგან  აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის გასავითარებლად.  საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობა. 

ქართულმა მხარემ იაპონურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებული  რეფორმების შესახებ და  იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც საქართველოს პარლამენტს აქვს დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, იაპონიის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენინტიტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.