ილია დარჩიაშვილი იორდანიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადის შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. 

ილია დარჩიაშვილმა და აიმან საფადიმ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იორდანიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ კავშირებს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს იორდანიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის და მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრის მნიშვნელობა. 

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და მათი განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზიმის და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, რასაც დამატებით იმპულსს მისცემს იორდანიის სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წმინდა მიწაზე ტერიტორიის მფლობელობაში გადმოცემა. 

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას არაბული ლიგის ორგანიზაციასთან და ზოგადად არაბულ სახელმწიფოებთან.