ილია დარჩიაშვილი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლტან ბინ საად ალ მურაიხისთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დადებითი დინამიკა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებით 
ეკონომიკის, ინვესტიციების, ორმხრივი ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.