ილია დარჩიაშვილმა თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკას, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 

განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. 

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებაზე. ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. 

შეხევდრაზე ასევე მიმოხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის. 


შეხვედრის ფარგლებში მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება. 

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქ დიპლომატს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.